საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ თურქეთში წინასასეზონო შეკრებას გაივლის.
ლევან კორღალიძის გუნდი ანტალიაში ერთი თვის განმავლობაში მოემზადება.
„იბერია“ 8 ამხანაგურ მატჩს გამართავს, მერვე მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, ხოლო 7 თამაშის განრიგი ასეთია:
23 იანვარი - „დრიტა“, 26 იანვარი - „ვარდარი“, 29 იანვარი - „კრუმოვგარდი“, 1 თებერვალი - „კაირატი“, 8 თებერვალი - „კოლოსი“, 12 თებერვალი - „ოლექსანდრია, 16 თებერვალი - „ორდაბასი“.