ფეხბურთი

18:37 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" 18 წლის მეკარე დაიმატა

18 წლის მეკარე სოსო კოპალიანი "ტორპედოში" დაბრუნდა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოპალიანი ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ითამაშა - მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ ლიგაში 15 წლის ასაკში შედგა.

"ტორპედოს" ახალწვეულს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები (8 მატჩი).

0.117833