„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ანტონი კარიერას სევილიის „ბეტისში“ გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.
ბრაზილიელი ესპანურ კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
ანტონი „მანჩესტერში“ 2022 წელს გადავიდა და 95 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. ბრაზილიელი მანამდე ამსტერდამის „აიაქსსა“ და „სან პაულუში“ თამაშობდა.