სხვა

11:33 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ ჩემი თავის მჯეროდა"
"მიყვარხართ ქართველებო"

მერაბ დვალიშვილმა UFC-ს ქამარი დაიცვა და უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო.

ბრძოლის შემდეგ ქართველმა ემოციური კომენტარი გააკეთა:

„უმარი ძლიერი მებრძოლია, ბებერი მიწოდა, კი, ბებერი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომისმოყვარეობითა და საკუთარი თავის რწმენით ყველაფერი შესაძლებელია. მე ძველი სკოლის კაცი ვარ, მჯერა ძველი სკოლის, მჯერა მძიმე შრომის... ხალხო, გთხოვთ, არავის მისცეთ უფლება, რომ დაგაშინოთ, დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი შესაძლებელია.

მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ვინც აქ ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა და ყველა ქართველს, ყველა მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო! არასდროს ვჩერდები და ყოველთვის ვვარჯიშობ. როდესაც ექვსი კვირის წინ ჩხუბზე დავთანმხდი, ტრავმა მქონდა, ფეხი მტკიოდა და ნაკერი მქონდა, გარდა ამისა, წელის ტკივილიც მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბრძოლა მჭირდებოდა. მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტი არ ვყოფილვარ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მჯერა საკუთარი თავის. ახლა შემიძლია კარიერა დავასრულო და მოვკვდე. და, კიდევ ერთხელ, მიყვარხარ ჩემო ქვეყანა, მიყვარხარ საქართველო!“, - თქვა დვალიშვილმა.

0.123652