სხვა

10:26 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნურმაგომედოვი დამარცხებულია - მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ქამარი შეინარჩუნა! (+VIDEO)

ბოლო 11 თვეში, UFC-ის ქართველი სპორტსმენებისთვის ისტორია მეოთხედ დაიწერა. ვოლკანოვსკისთან თოფურიას ტრიუმფალური გამარჯვება და დვალიშვილის შონ ომალთან ჩემპიონობა შემდეგ ილიას ჰოლოვეის დანოკაუტებითა და დღეს უკვე ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამარჯვებით დაგვირგვინდა.

ქამარი შენარჩუნებულია. დვალიშვილი კვავ ჩემპიონია! UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში მანქანამ რუს უმარ ნურმაგომედოვს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა და დაღესტნელის წაუგეგელი სერიაც შეწყდა.

ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ახალი - გდებების რეკორდიც დაამყარა, რომელიც ჟორჟ სან-პიერის ეკუთვნოდა. მერაბს მესამე რაუნდიდან სრული დომინაცია ჰქონდა. მან წინა ბრძოლის მსგავსად შეჯრებილი პუბლიკისთვისაც მოიცალა და ამჯერად კოცნა არა, თუმცა ხალხის გახალისება ნამდვილად შეძლო.

არიგად, საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში კვლავ 2 ჩემპიონი ჰყავს, რადგან დვალიშვილის მსგავსად ქამარი თოფურიასაც შენარჩუნებული აქვს.

მერაბ დვალიშვილმა მე-19 ბრძოლა მოიგო, მათ შორის მე-12-ე ზედიზედ. მის ანგარიშზე 23 ბრძოლიდან მხოლოდ 4 მარცხია. ქართველი "მანქანა" შეუჩერებელია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06426
სარეკლამო ადგილი - 99
X x X