ფეხბურთი

11:00 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "კვარა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საუკეთესოს ვუსურვებ"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი და ქართველს წარმატებები უსურვა:

„კვარაცხელია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, საუკეთესოს ვუსურვებ, კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

0.109312