ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ხეტაფე“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ, ფრედ - 1:1 დასრულდა.
მე-9 წუთზე „ბარსელონას“ მცველმა ჟიულ კუნდემ გახსნა ანგარიში. „ხეტაფეს" საპასუხო გოლი 34-ე წუთზე ნახევარმცველმა მაურო არაბარიმ გაიტანა - 1:1.
20 მატჩის შემდეგ „ხეტაფე" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-16 ადგილზეა. 39-ქულიანი „ბარსელონა“ ამდენივე მატჩის შემდეგ მესამეზე. ესპანეთის ცხრილში 44 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ ლიდერობს.