ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟირონა“ 100:80 დაამარცხა, მატჩის MVP კი, ქართველი ცენტრი იყო.
შერმადინმა დიდებული თამაში ჩაატარა, 18 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ცხადია, შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ტენერიფე“ 12 მოგებით და 5 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 26 იანვარს, სტუმრად „გრან კანარიასთან“ გამართავს.