ფეხბურთი

1:35 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ატალანტას" წაუგებელი სერია შეწყვიტა და ისევ ლიდერია (+VIDEO)

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია წავიდა, „ნაპოლიმ“ პირველი მატჩი ჩაატარა და მოიგო, თანაც უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ სტუმრად.

მე-16 წუთზე მატეო რეტეგის გოლი ბერგამოელები დაწინაურდნენ, მაგრამ პირველივე ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდი დაწინაურდა მატეო პოლიტანოს და სკოტ მაკტომინეის გოლებით.

მეორე ნახევრის სტარტზე ადემოლა ლუკმანმა გაათანაბრა. „ატალანტამ“ უპირატესობა მოიპოვა, თითქოს, უკეთესიც იყო, მაგრამ 78-ე წუთზე თავური დარტყმით რომელუ ლუკაკუმ „აძურის“ მოაგებინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. სხვა ყველაფერთან ერთად, „ნაპოლიმ“ რევანში აიღო, რადგან პირველ წრეში „ატალანტასთან“ შინ 0:3 განადგურდა.

„ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერობს სერია A-ს და მომდევნო ტურში 26 იანვარს, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო „ატალანტა“ 43 ქულით მესამე საფეხურზეა და წინ „კომოსთან“ საგარეო მატჩი ელოდება. აღსანიშნავია, რომ ჯან პიერო გასპერინის გუნდს სერია A-ში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3 ფრე, 1 წაგება), როცა მანამდე ზედიზედ 11 თამაში ჰქონდა მოგებული.

„ატალანტა“ – „ნაპოლი“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 რეტეგი (16), 1:1 პოლიტანო (27), 1:2 მაკტომინეი (40), 2:2 ლუკმანი (55), 2:3 ლუკაკუ (78)

0.121102