პრემიერლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „არსენალმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და ფრედ - 2:2 ეთამაშა.
ლონდონელი გაბრიელ მარტინელისა და კაი ჰავერცის ზუსტ დარტყმებს სტუმრებმა იური ტილემანსისა და ოლი უოტკინსის გოლებით უპასუხეს.
ამისდაკვალად, „მეთოფეები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მეორე ადგილზე არიან, ბირმინგემული გუნდი (36 ქულა) კი მეშვიდე ადგილზე ავიდა და „მანჩესტერ სიტის“ გაუსწრო.
ინგლისი. პრემიერლიგა. 22-ე ტური. 18 იანვარი: ნიუკასლი - ბორნმუთი 1:4, ბრენტფორდი - ლივერპული 0:2, ლესტერი - ფულემი 0:2, ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 0:2, არსენალი - ასტონ ვილა 2:2.