ფეხბურთი

23:07 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "მილანს" აჯობა და სერია A-ში ისევ დაუმარცხებელია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა. ეს იყო კონკურენტთა დაპირისპირება, მაგრამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

„იუვენტუსი“ სერია A-ში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, თუმცა ბევრი ფრე აქვს, რის გამოც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

ტურინელებმა „მილანს“ აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს - 2:0. პირველ ტაიმში ორივე გუნდს კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა, გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი „იუვეს“ დიდი უპირატესობით დაიწყო, მაიკ მენიომ რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი, მაგრამ ორჯერ მაინც ვერ გაახერხა.

59-ე წუთზე ანგარიში სამუელ მბანგულამ გახსნა, ხოლო 5 წუთში ხეფრენ ტურამის პასით ტიმოთი ვეამ სხვაობა გააორმაგა და თამაშს ინტრიგა მოუკლა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში „მილანის“ წინააღმდეგ ზედიზედ მეოთხედ შეინახა კარი მშრალად, რაც ისტორიაში პირველად მოახერხა. ვეამ კი, „იუვე“ – „მილანის“ მატჩში გოლი გაიტანა 25 წლის და 254 დღის შემდეგ, რაც მამამისმა, ჟორჟ ვეამ ამ გუნდების შეხვედრაში გამოიჩინა თავი, ოღონდ „მილანის“ მაისურით.

„იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა, მინიმუმ იქამდე, სანამ „ლაციო“ ითამაშებს, ხოლო „მილანი“ 31 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მბანგულა (59), 2:0 ვეა (64)

0.120951