ფეხბურთი

22:13 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლეგანესმა“ „ატლეტიკოს“ 15-მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის გასვლით მატჩში „ატლეტიკო“ "ლეგანესთან" დამარცხდა (0:1). ერთადერთი გოლი მცველმა მატია ნასტასიჩმა გაიტანა. 90-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა პენალტი ვერ გაიტანა.

ამრიგად, „ატლეტიკო,“ რომელიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით ლიდერობს, 2024 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ ყველა ტურნირზე 16 მატჩში პირველად დამარცხდა.

0.149346