ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ხუთი მატჩი იმართება, რომელთაგან სამი 0:2 დასრულდა. ამ ანგარიშით „ბრენტფორდმა“ წააგო „ლივერპულთან,“ „ლესტერმა“ - ფულემთან „ და „ვესტ ჰემმა“ ლონდონურ დერბიში - „კრისტალ პალასთან.“
მანამდე „ნიუკასლი“ შინ „ბორნმუთთან“ 1:4 განადგურდა.
საინტერესო იყო „ლივერპულის“ სტუმრობა „ბრენტფორდთან.“ მერსისაიდელები ლამის ცალკარას თამაშობდნენ, უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლები მხოლოდ კომპენსირებულ დროში გაიტანეს - 90+1 და 90+3 წუთებზე ურუგვაელმა დარვინ ნუნიესმა დუბლი შეასრულა.
„ლივერპულმა“ 50 ქულა მოაგროვა და კვლავინდებურად ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.
ინგლისი. პრემიერლიგა. 22-ე ტური. 18 იანვარი: ნიუკასლი - ბორნმუთი 1:4, ბრენტფორდი - ლივერპული 0:2, ლესტერი - ფულემი 0:2, ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 0:2, არსენალი - ასტონ ვილა მოგვიანებით გაიმართება