ფეხბურთი

20:06 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ 70 მილიონი გირვანქის ღირებულების ბუნდესლიგის თავდამსხმელს შეიძენს

„არსენალი“ „ლაიფციგის“ 21 წლის თავდამსხმელის, ბენჟამინ შეშკოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რომლის ტრანსფერი შესაძლოა ლონდონურ კლუბს 70 მილიონი გირვანქა (82 მილიონი ევრო) დაუჯდეს - წერს The Sun.

წყაროს ცნობით, სლოვენიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „მეთოფეებმა“ გაბრიელ ჟესუსის მძიმე ტრავმის გამო გაზარდეს. ლონდონური კლუბი შეშკოს იჯარით აყვანის შესაძლებლობასაც განიხილავს.

მიმდინარე სეზონში „ლაიფციგის“ თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.117303