„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ახლო მომავალში „ოლდ ტრაფორდზე“ აღარ ითამაშოს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს ახალი სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც ულტრათამაედროვე იქნება და 100 000 მაყურებელს დაიტევს.
„ოლდ ტრაფორდი“ „მანჩესტერის“ სახლი საუკუნეზე მეტია, 1910 წლიდან და „ოცნებათა თეატრიც“ ეწოდება, მაგრამ სტადიონი უკვე საკმაოდ ძველია და თანამედროვე მოთხოვნებს ბევრ ასპექტში ვეღარ აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ სტადიონის მოდერნიზაცია ტექნიკურად შესაძლებელია, რითაც ბევრი პრობლემა გადაიჭრებოდა, ტევადობაც 87 000 გულშემატკივრამდე გაიზრდებოდა, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ უფრო კარგი ნაბიჯი ახალი სტადიონის აშენება იქნება.
ბრიტანული მედიის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თუ საბოლოოდ გადაწყვეტს ახალი სტადიონის აშენებას, ეს დაახლოებით 2.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.