ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „ნიუკასლი“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთთან“ 1:4 განადგურდა.
ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაში შეხვდა თამაშს, თუმცა, „ალუბლების“ ასეთი ხმაურიანი გამარჯვება „სენტ ჯეიმს პარკზე“ მაინც მოულოდნელი იყო.
პირველ ტაიმში ჯასტინ კლუივერტმა შეასრულა დუბლი, რასაც ბრუნო გიმარაეშმა უპასუხა. მეორე ნახევარში კლუივერტმა სულაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა, საბოლოო ანგარიშ კი, მილოშ კერკეზმა დააფიქსირა - 1:4.
„ბორნმუთს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, 37 ქულა დააგროვა და მეხუთე-მეექვსე ადგილებს „ჩელსისთან“ ერთად იყოფს. ანდონი ირაოლას გუნდი პრემიერლიგაში სეზონის აღმოჩენაა, „ნოტინგემის“ შემდეგ...
„ნიუკასლს“ 9-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა ყველა ტურნირზე, რომელიც შეწყდა. ედი ჰაუს გუნდი 38 ქულით მეოთხე ადგილზეა.