ფეხბურთი

18:24 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს მცირე დაზიანება აქვს: "იმედია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება"

„უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „დერბი ქაუნთის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს, რის გამოც გუნდის განაცხადში არაა. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი იმედოვნებს, რომ ჩაკვე გუნდს მალე დაუბრუნდება.

„გიორგის ბარძაყის მცირე პრობლემა აქვს. სამედიცინო ტესტები ჩაუტარდება, რომლებიც აჩვენებენ დაზიანების ხარისხს, მაგრამ თავდაპირველი ნიშნები დადებითია. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და დაღლილობის ნიშნები გამოუვლინდა. ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.12536