ფეხბურთი

14:40 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" "მილანის" მცველის დამატება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალურ მცველებს ეძებს და რონალდ არაუხოს ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ სხვა ვარიანტებზე გადაერთო.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა მთავარი სამიზნე ახლა „მილანის“ ინგლისელი ფეხბურთელი ფიკაიო ტომორია.

ინგლისელს „როსონერიში“ დარჩენა სურს, მაგრამ კლუბი მზადაა ის გაყიდოს სასურველი წინადადების შემთხვევაში. „იუვეს“ ტომორის სეზონის ბოლომდე იჯარით დამატება (5 მილიონ ევროდ) სურს, გამოსყიდვის უფლებით, რომელიც ჯამში 30 მილიონი ევრო დაუჯდება. მილანელები ამ შეთავაზებაზე თანახმა არიან.

მოსალოდნელია, რომ დღეს, სწორედ „იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩის შემდეგ მხარეები დაილაპარაკებენ.

ფიკაიო ტომორი „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობს და 161 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. ის „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია.

0.107742