„მანჩესტერ იუნაიტედის“ და შოტლანდიური ფეხბურთის ლეგენდა დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლოუმ 1962-1973 წლებში „მანჩესტერის“ მაისურით 404 მატჩში 237 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში შევიდა. 1964 წელს მან „ოქროს ბურთის“ მოგებაც მოახერხა. ასევე მოიგო ჩემპიონთა თასი 1968 წელს და ორჯერ ინგლისის ჩემპიონიც გახდა.
დენის ლოუ „მანჩესტერის“ გარდა, „ჰადერსფილდში“, „მანჩესტერ სიტიში“ და „ტორინოში“ თამაშობდა, ხოლო შოტლანდიის ნაკრებში 1958-1974 წლებში 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.