ფეხბურთი

23:48 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

უოკერი "მილანს" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

„მილანი“ „მანჩესტერ სიტის“ გამოცდილი მცველის, კაილი უოკერის დამატებასთან ახლოსაა.

ინგლისელ ფეხბურთელს „სიტის“ დატოვება სურს და იტალიურ კლუბს ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ახლა მთავარია, ფეხბურთელმა „სიტისთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მიაღწიოს შეთანხმებას, რათა „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

34 წლის ინგლისელ მცველს „სიტისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება გუნდი დატოვოს. ის „სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 319 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.117667