ფეხბურთი

23:10 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "კიტეიშვილს კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია"

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მან და კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა კომენტარი გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი: „ამ კლუბში 2018 წლიდან ვარ და აქამდე თავს მშვენივრად ვგრძნობდი. „შტურმში“ ყოველთვის დიდი მიზნები მქონდა, ეს არ შეცვლილა, ამიტომ, ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივო“.

მიხაელ პარენსენი: „ოთარ კიტეიშვილი უმაღლესი დონის ფეხბურთელი და ჩვენი გუნდის ლიდერია, რომელიც გასახდელშიც გამოირჩევა განსაკუთრებული დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით. მოხარული ვართ, რომ ოთარმა „შტურმთან“ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა კონტრაქტი და ერთად გავაგრძელებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას. ოთართან ერთად ჯერ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ოთარსაც კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, გვიხარია, რომ თანამშრომლობას ვაგრძელებთ“.

ქართველი ფეხბურთელი გრაცის „შტურმის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ორჯერ ავსტრიის თასი მოიგო და ერთხელ ავსტრიის ჩემპიონატი. 2023-2024 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ამ პერიოდში 208 მატჩში თავი 47 გოლით და 37 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.114973