საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ დარჩება, რადგან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ქართველთან თანამშრომლობა ავსტრიელებმა 2027 წლის 30 ივნისამდე გააგრძელეს. მისი ძველი კონტრაქტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გააფორმა, 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.
კიტეიშვილი „შტურმის“ ლიდერი და კაპიტანია, მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელი გრაცის „შტურმის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ორჯერ ავსტრიის თასი მოიგო და ერთხელ ავსტრიის ჩემპიონატი. 2023-2024 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ამ პერიოდში 208 მატჩში თავი 47 გოლით და 37 საგოლე პასით გამოიჩინა.