ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტედესკო ბელგიის ნაკრებს 2023 წლიდან ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებლად, რაც მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.
ბელგიამ ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 5 წაგება), ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მერვედფინალში გავიდა, ერთა ლიგაზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა 4 ქულით.
სავარაუდოდ, დომენიკო ტედესკოს რუდი გარსია შეცვლის.