მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ "სელტასთან" გამართულ სათასო მატჩში (5:2) დაზიანება მიიღო და რამდენიმე კვირას იუქმებს.
მადრიდის "რეალის" მედიკოსების დასკვნის მიხედვით, კამავინგას მარცხენა ფეხის კუნთების დაზიანება აქვს, რის გამოც დაახლოებით 3 კვირით უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ კამავინგას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე "რეალის" მაისურით 16 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე ერთ გატანილ გოლთან ერთად ორი საგოლე გადაცემაა.