დიეგო მარადონას შვილმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კვარას განსჯას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა.
"მამაჩემის ნაპოლიდან წასვლა? მაშინ სულ სხვა დრო და ადამიანები იყვნენ, თანაც მამაჩემს გუნდი ასე მოულოდნელად არ დაუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მის განსჯას არ ვაპირებ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც "ნაპოლის" მესამე სკუდეტოს მოგებაში მთავარი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო კვარას ყველაფრისთვის", - განაცხადა დიეგო მარადონა უმცროსმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.