მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი სამწვრთნელო საქმიანობაში ბრუნდება და ნორვეგიელი თურქეთში იმუშავებს.
როგორც ცნობილი ხდება "ბეშიქთაშსა" და სულშერს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა რჩება, რომლის მიხედვითაც 51 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
გეტყვით, რომ სულშერი მანჩესტერ "იუნაიტედს" 2019 -2021 წლებში წვრთნიდა, რა დროშიც მისი ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" 149 მატჩი ჩაატარეს.