საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ტრანსფერის დასახურად დარჩენილია კონტრაქტზე ხელის მოწერა, რის შემდეგაც კვარაცხელია „პსჟ“-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
კვარაცხელიას ტრანსფერის ფასი 70 მილიონ ევროზე მეტი იქნება და კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.მისი ხელფასი წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.