სხვა

12:46 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი:"გდების რეკორდები არ მაინტერესებს, მინდა ოქტაგონზე გავიდე და უმარს სახეში ვურტყა"

სულ ცოტა დრო რჩება, მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის გასამართ ორთაბრძოლამდე.

მებრძოლებმა ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტების კითხვებთან ერთად, ერთმანეთის შეკითხვებსაც უპასუხეს.

უმარ ნურმაგომედოვი: " წარმოშობით დაღესტნიდან ვარ და რუსეთს წარმოვადგენ. შენ? რატომ ცხოვრობ ამერიკაში? თუ ასე გიყვარს საქართველო რატომ არ იშენებ დარბაზს იქ და რატომ არ ვარჯიშობ სამშობლოში? მე ჩემს მხარეში ვცხოვრობ და ჩემს სოფელში ვვარჯიშობ."

მერაბ დვალიშვილი: "უმარი დაღესტნიდანაც კი არაა, ის რუსეთს წარმოადგენს. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, სადაც გინდა იქ იცხოვრე და რომელი ქვეყანაც უნდა ის წარმოადგინოს. მე საქართველოდან ვარ და ამერიკაში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ოცნება ამესრულებინა და UFC-ის ჩემპიონი გავმხდარიყავი. არ მაინტერესებს გდების რეკორდებს დავამყარებ თუ არა, რადგან მინდა ოქტაგონზე შევიდე და უმარს სახეში ვურტყა."

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვს შორის ორთაბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.

0.115272