ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა 1/16 ფინალში პორტუგალიელი ნუნუ ბორგესი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა პორტუგალიელი ოთხ სეტში (6:2,6:4,6:7,6:2) დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელ ჯეკ დრაპერსა და ავსტრალიელ ალექსანდრ ვუკიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
გეტყვით, რომ ესპანელ ჩოგბურთელს კარიერაში 16 ტიტული აქვს მოგებული.