ფეხბურთი

1:39 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი საუდის არაბეთში იმუშავებს

მასიმილიანო ალეგრი 2025 წლის ივნისიდან „ალ აჰლის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

მხარეები თითქმის შეთანხმდნენ და გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი საუდის არაბეთის კლუბს სათავეში ჩაუდგება, მანამდე კი გუნდს მისი თანამემამულე, გაბრიელე ჩოფი გაწვრთნის.

მასიმილიანო ალეგრი 2014 წლიდან „იუვენტუსში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „მილანის“, „კალიარის“ და „სასუოლოს“ თავკაცი იყო.

ალეგრის 6-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი და 5-ჯერ იტალიის თასი მოგებული, ხოლო „იუვენტუსი“ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.131581