ფეხბურთი

2:00 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ამად დიალოს ჰეთ-თრიქით აუტსაიდერ "საუთჰემპტონს" დაუქამბექა

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლოადგილოსან „საუთჰემპტონს“ 3:1 აჯობა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა.

ივან იურიჩის გუნდს ძალიან ცუდი სეზონი აქვს, 6 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და პრაქტიკულად გადარჩენის იმედიც აღარ აქვს, თუმცა, „ოლდ ტრაფორდზე“ მოგებასთანაც ახლოს იყო.

43-ე წუთზე მანუელ უგარტეს ავტოგოლით „წმინდანები“ დაწინაურდნენ და 82-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებში სამი გოლი გაუშვეს. მატჩის გმირი ამად დიალო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და პირადად განაპირობა რუბენ ამორიმის გუნდის გამარჯვება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 26 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „საუთჰემპტონი“ 6 ქულით ბოლო საფეხურს იკავებს.

0.111907