„დინამო ბათუმის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი ტაშკენტის „ფახთაქორში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა: „კარგად ვიცნობ დსთ-ს ფეხბურთს, კარიერის უმეტესი ნაწილი საქართველოში გავატარე და ვიმუშავებ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარო“, - თქვა მან.
ჯოვინო ბოლოს ფრანგულ „ვალანსიენში“ თამაშობდა, სადაც 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „დინამო ბათუმში“ ბრაზილიელმა 2017-2023 წლებში 195 შეხვედრაში 89 გოლი გაიტანა.