ფეხბურთი

20:50 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" "იუვენტუსს" იტალიელ მცველში 65 მილიონს სთავაზობს

„მანჩესტერ სიტიმ“ სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო, რის გამოც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობას გაძლიერება მოსთხოვა.

„სიტიში“ გადაწყვეტილია, რომ 40 მილიონ ევროდ „ლანსის“ მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი გადავა, ინგლისელებმა „პალმეირასიდან“ ვიტორ რეისი დაიმატეს და წარმატებით მუშაობენ „აინტრახტიდან“ ომარ მარმუშის ტრანსფერზეც.

ახლა კი, „მანჩესტერ სიტი“ ტურინის „იუვენტუსიდან“ ანდრეა კამბიაზოს შეძენას აპირებს და 65 მილიონი ევროს შეთავაზებასაც ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კლუბი 25 წლის მცველს 80 მილიონ ევროდ აფასებს, ტრანსფერის შანსი დიდია.

„იუვეს“ შემადგენლობაში ამჟამად მხოლოდ 5 მცველი ჰყავს და ბაზარზე ორ მცველს ეძებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დიდი ალბათობაა, რომ გუნდის საუკეთესო მცველი ინგლისში გაყიდოს, რადგან დიდ თანხას სთავაზობენ. მით უფრო, რომ „იუვემ“ კამბიაზო თავის დროზე მხოლოდ 12 მილიონ ევროდ დაიმატა.

„იუვენტუსში“ ანდრეა კამბიაზო 2023 წლიდან თამაშობს და 64 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.12206