ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, კვარას წასვლა არ უკვირს და ის „ნაპოლის“ ისტორიაში სამართლიანად დარჩება:
„არ შეიძლება ეს ტრანსფერი ყველასთვის კარგი იყოს, მწვრთნელის ნამდვილად არა (იღიმის - რედ). არც მიკვირს მისი წასვლა, რადგან საუბარი ძალიან დიდ ფულზეა. ის „ნაპოლისთვის“ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, აბსოლუტური ბზარი სკუდეტოს სეზონში. სამართლიანად შედის ისტორიაში და ლეგენდების ჯგუფში, რომლებმაც „ნაპოლიში“ სკუდეტო მოიგეს. კეთილი იყოს ამ სიაში შენი მობრძანება, კვარა (იღიმის), - თქვა ფერარამ.
შეგახსენებთ, რომ ჩირო ფერარამ „ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო ორჯერ მოიგო, 1987 და 1990 წლებში.