ფეხბურთი

17:34 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძე 20-წლამდე მცველებში ტოპლიგებში საუკეთესო სამეულშია

„ემპოლის“ ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ტოპ ლიგებში (სერია A, ლა ლიგა, ლიგა 1, პრემიერლიგა, ბუნდესლიგა) 20-წლამდე ცენტრალურ მცველებში ერთ-ერთი საუკეთესოა მოგებული ორთაბრძოლებით.

ქართველი ამ სტატისტიკის მხრივ მიმდინარე სეზონში მესამე ადგილს იკავებს. საბამ ორთაბრძოლების 74.42% მოიგო, რითაც მხოლოდ ორ მცველს ჩამორჩება.

ლიდერი „ბორნმუთის“ მცველი დინ ჰუისენია (84.21%), ხოლო მეორე ადგილს „ლანსის“ მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი (78.57%) იკავებს, რომელიც სულ მალე „მანჩესტერ სიტიში“ გადავა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა. ქართველ მცველს „იუვენტუსს“ და „მილანს“ უკავშირებენ.

0.124845