ფეხბურთი

15:37 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მესის შემდეგ ის საუკეთესოა“ - „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი ლამინ იამალის თამაშზე

„ბარსელონას“ 20 წლის ნახევარმცველმა გავიმ „ბეტისთან“ ესპანეთის თასის მერვედფინალური მატჩის შემდეგ (5:1), უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა კატალონიური გუნდის 17 წლის გარემარბს ლამინ იამალს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

„დიახ, ეს მართალია. ლიონელ მესის შემდეგ ის საუკეთესოა", - ციტირებს გავის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისთან“ მატჩში გავიმ პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე გაიტანა. იამალმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

17 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს 2023 წლის ივლისში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში იამალმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.117742