ფეხბურთი

14:50 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: „სასიამოვნოა „ბარსელონას“ აკადემიის ფეხბურთელების ცქერა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ბეტისთან“ გამარჯვების შემდეგ (5:1) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„ძალიან კარგი იყო გუნდის ასეთი თამაშის ცქერა. ხაზებს შორის მანძილი იდეალური იყო და ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს. მშვენიერია მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელების ყურება, რომლებიც ნახევარდაცვაში თამაშობენ.

იამალი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მასზე უნდა ვიზრუნოთ. ის ბრწყინვალე მოთამაშეა. პედრი ფანტასტიკური ნახევარმცველია.

გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს და ფეხბურთელებსა და ტრიბუნებს შორის დიდი კავშირია. მართლა სასიამოვნო სანახავია. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.117536