ფეხბურთი

14:12 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ შესაძლოა „რომას“ კაპიტანი შეიძინოს

ლონდონის „არსენალი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. შედეგად, „რომას" ნახევარმცველი და კაპიტანი ლორენცო პელეგრინი „მეთოფეების" სავარაუდო ახალწვეულების სიაში მოხვდა. იტალიელით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა დაინტერესდა - წერს La Repubblica.

აღსანიშნავია, რომ პელეგრინის „ინტერი“ და „ნაპოლიც“ უთვალთვალებენ. ლორენცოს შესაძენად „არსენალს“ კონკურენცია მოუწევს სერია A-ს გიგანტებთან. ნახევარმცველს რომაელ „მგელებთან" მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

0.138056