ნიდერლანდელმა მცველმა და „ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა უარყო ბრალდებები, რომ მერსისაიდელები კრიზისში არიან. „წითლებმა“ ბოლო ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს ყველა შეჯიბრში - ქვედალიგელ „აკრინგტონთან“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე.
„კრიზისში ვართ? არა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პრემიერლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია, სადაც ძლიერ მეტოქეებთან უნდა ითამაშო. ყველა მატჩი რთულია, ჩვენ თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ გამარჯვების გზა.
ვფიქრობ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „ნოტინგემ ფორესტთან“ (1:1) მეორე ტაიმში, გავაგრძელებთ ტიტულისთვის ბრძოლას, ვცდილობთ, ვეძებთ შესაძლებლობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს მივაღწევთ, როგორც სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC.