„ლიონი“ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში სენსაციურად საფრანგეთის მე-5 ლიგის ბინადარ „ბურგონთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
მე-20 წუთზე „ბურგონი“ დაწინაურდა, რასაც 45-ე წუთზე ნემანია მატიჩმა უპასუხა. 64-ე წუთზე რაიან შერკის გადაცემის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და „ლიონი“ დააწინაურა. გოლისთანავე „ლიონის“ მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი შეცვალა და თამაშში ალექსანდრ ლაკაზეტი ჩართო...
„ბურგონმა“ 5 წუთში გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. ლიონელთაგან პირველი პენალტი სწორედ ლაკაზეტმა ვერ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი 8 გოლი აქვს გატანილი (4 ლიგა 1-ში, 2 ევროპა ლიგაზე და 2 საფრანგეთის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ლიონი“ მომდევნო მატჩს ლიგა 1-ში 19 იანვარს, „ტულუზთან“ გამართავს.