ესპანური Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტი იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 70 მილიონ ევროს სამ ნაწილად გადაუხდის.
მითხრეს, რომ გადასახდელი 70 მილიონი ევრო სამ წელიწადზე განაწილდება“, - აღნიშნა მორეტომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.