ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი დანილო, რომელიც გუნდს ჩამოაშორეს, კარიერას დიდი ალბათობით, „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუვესთან“ კონტრაქტს, რომელიც ზაფხულში იწურება, უახლოეს ხანში გაწყვეტს, თავისუფალი აგენტი გახდება და ანტონიო კონტეს გუნდს შეუერთდება.
დანილოს მიმართ ინტერესს „ფლამენგო“ და „სანტოსიც“ იჩენენ, მაგრამ ბოლო ცნობებით, ფეხბურთელმა „ნაპოლი“ აირჩია, რომელთანაც კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
დანილომ „იუვენტუსში“ 2019 წლიდან დღემდე 213 მატჩში 9 გოლი გაიტანა, მანამდე „მანჩესტერ სიტიში“, „რეალში“, „პორტუში“, „სანტოსში“ და „ამერიკა მინეიროში“ უთამაშია.