ფეხბურთი

19:00 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ეკიპის" ჟურნალისტი: "საფრანგეთში ვერ გავიგეთ კვარაცხელიას ტრანსფერის აზრი, ბარკოლა ახალი მბაპეა"

L’Equipe-ს ჟურნალისტმა ვალენტინ პაულუციმ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, საფრანგეთში ბევრისთვის გაუგებარია ეს ტრანსფერი, რადგან პსჟ-ს კვარაცხელიას პოზიციაზე ბრედლი ბარკოლა ჰყავს:

„საფრანგეთში გვიჭირს გავიგოთ იანვარში კვარაცხელიას ოპერაციის აზრი, რადგან პსჟ-ს უჭირდა გარკვეული ოდენობის თანხის დახარჯვა, მაგრამ სამაგიეროდ, კიდევ ერთი გარემარბი შეიძინეს, სადაც ისედაც ჰყავთ ბარკოლა, რომელიც საფრანგეთში ახალი მბაპეა. ბარკოლას ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს, საფრანგეთის ნაკრებშიც ხშირად ძირითადში თამაშობს, შესაბამისად, ვერ გავიგეთ რატომ დაიმატეს კვარაცხელია. ლუის ენრიკემ ზოგჯერ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ასენსიო გამოიყენა, შეიძლება ალბათ, კვარას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე მოიაზრებს, მაგრამ 75 მილიონ ევროდ ეს ძალიან დიდი რისკია“, - თქვა პაულუციმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.106487