UFC 311 -ზე მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის სატიტულო ორთაბრძოლასთან ერთად, ქამრისთვის იბრძოლებენ ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი, რომელთა ბრძოლაც საღამოს მთავარი ჩხუბი იქნება.
აღნიშნულ ბრძოლებთან დაკავშირებით კომენტარი უმარ ნურმაგომედოვმა გააკეთა. მან MMA Junkie-თან საუბარში აღნიშნა, რომ მის გუნდს რთული და ნერვიული ღამე ელოდებათ.
"ერთ ქარდზე ჩვენი გუნდიდან ორნი ვიბრძოლებთ ქამარზე. ასე, რომ ჩვენს გუნდს რთული და ნერვიული საღამო ელოდება. ვიცი ისლამი ჩემი ბრძოლისას ინერვიულებს, მაგრამ ვეცდები მთელი კონცენტრაციით ვიჩხუბო და მარტივი გამარჯვება მოვიპოვო.მერაბს არცერთ დარტყმას არ ავაცილებ,მთელს ენერგიას ჩავდებ." -განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება 19 იანვარს გაიმართება.