ფეხბურთი

15:35 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბის თანამფლობელი გახდება

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში კიდევ ერთი სეზონი დარჩება, რის სანაცვლოდაც, პორტუგალიელი "ალ-ნასრის" თანამფლობელი გახდება.

როგორც ესპანური გამოცემები წერენ, "ალ-ნასრის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რონალდუს კლუბის 5%-იანი წილი მისცენ და ამავდროულად ხელფასის სახით წელიწადში 183 მილიონი გადაუხადონ, რათა პორტუგალიელი საუდის არაბეთის ლიგაში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს.

ეს ყველაფერი კრიშტიანუს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. მისი წლიური ხელფასი, თვეში 15,25 მილიონი ევრო გამოდის, კვირაში 3,8, ხოლო დღეში 550,000.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ "ალ-ნასრის" ღირსებას 2023 წლის იანვრიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი სწორედ 2025 წლის ზაფხულში ეწურება. მას მიმდინარე საუდის არაბეთის პრო ლიგაში 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.136078