UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილზე მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი უბრალოდ დაუღლელია.
"არ ვიცი მერაბის ამხელა ენერგია და ფიზიკური მონაცემები საიდან მოდის, ის უბრალოდ დაუღლელია. მისი ვარჯიშები 12 რაუნდამდე ავიყვანე, სიგიჟე კი, ისაა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ის უფრო უკეთესი ხდება."
"მერაბ დვალიშვილის მოსამზადებელ პერიოდში ნორმალური არაფერი ყოფილა, მაგრამ მე ამ ყველაფრის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან მას თავისი წესები აქვს და სწორედ ამის დამსახურებით მიაღწია მერაბმა ყველაფერს." - განაცხადა ჯონ ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება 19 იანვარს გაიმართება.