ბრიტანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ბენ იაკობსმა FourFourTwo-თან ინტერვიუს დროს, გიორგი მამარდაშვილზე და ალისონ ბეკერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ მეკარეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს, რადგან ალისონი არსად წასვლას არ აპირებს.
"ვფიქრობ ალისონი არსად წასვლას არ აპირებს და კონკურენციაში შევა. ასე, რომ გიორგი მამარდაშვილს ძირითადი შემადგენლობისთვის დიდი ხანი მოუწევს ბრძოლა."
"ლივერპულს აქვს მოთამაშეების მოყვანის ისტორია, როგორც ამჟამინდელი საჭიროებებისთვის, ასევე სამომავლო პოტენციალისთვის. თუმცა, ამავე დროს ისინი საჭირო ფეხბურთელებს ინარჩუნებენ. ასე, რომ მამარდაშვილს პრემიერ ლიგასთან შეგუება და აკლიმატიზაცია მოუწევს." - განაცხადა ბენ იაკობსმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება. ქართველი მეკარე "მერსესაიდელებმა" გასული წლის ზაფხულში შეიძინეს და ერთი წლით იჯარის წესით "ვალენსიაში" დატოვეს.