ფეხბურთი

11:15 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: "კვარაცხელია? როცა ასეთი შეთავაზება გაქვს, რთულია გუნდში დარჩენა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, როცა ასეთი შეთავაზება გაქვს, რთულია მასზე უარის თქმა:

„კვარა კარგი ფეხბურთელია, მას გასაოცრად ითამაშა „ნაპოლის“ სკუდეტოს სეზონში. არ ვიცი სიტუაციის დინამიკა, მაგრამ მგონო, ერთადერთი იყო, ვისი კონტრაქტის უცვლელი დარჩა და როდესაც ერთგან 1 მილიონს გამოიმუშავებ და სხვაგან 10 მილიონს გთავაზობენ, არ არის ადვილი დარჩენა, როცა ასეთი კარგი შეთავაზება გაქვს. ცხადია, თუ კლუბი ვერ ახერხებს ფეხბურთელის მცირედით დაკმაყოფილებას, მისი შენარჩუნება რთული ხდება. თუ კონტემ ვერ დაარწმუნა ის, ეს ნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთისგან მართლაც შორს არიან“, - თქვა ტონიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.130153