ფეხბურთი

2:00 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" წაგებების სერია შეწყვიტა

ინგლისის ჩემპიონშიფში მე-19 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „კარდიფ სიტის“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.

65-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდა, მაგრამ 87-ე წუთზე ვაკუნ ბაიომ აღადგინა წონასწორობა და „უოტფორდი“ მარცხისგან იხსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველ ნახევარმცველს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 26 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 18 იანვარს, სტუმრად „დერბისთან“ გამართავს. ტომ ქლევერლის გუნდს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 3 წაგება).

0.115204