საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კახურ გუნდს ამიერიდან ვალერი გაგუა გაწვრთნის, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა.
მისი ასისტენტები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ხოლო ანალიტიკოსად - ანდრო გიორგობიანი.
აქვე გეტყვით, რომ ვალერი გაგუა ბოლოს „დინამო თბილისი 2“-ში მუშაობდა.